კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთში გაზეთ „გალის“ რედაქტორს სცემეს

14 მაისი, 2007

დაუდგენელმა პირებმა გაზეთ „გალის“ რედაქტორს,  ნუგზარ სალაყაიას სცემეს,  ინციდენტი არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის   წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ  განაცხადა, რომ  ინციდენტი დაკავშირებულია გაზეთ „გალში“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიასთან, რომელშიც  სოხუმში დატყვევებული ქართველი სტუდენტები (სამი ქართველი სტუდენტი, რომლებიც აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა-media.ge) აფხაზების მძევლებად არიან  მოხსენიებულნი.

ამავე სტატიაში საუბარია იმის შესახებაც, რომ ორი ერის შერიგება აფხაზ და ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ და აფხაზები დღემდე ვერ მიმხვდარან, რომ საფრთხე მათ რუსებისგან და არა ქართველებისგან ემუქრებათ.
კილანავას განცხადებით, სასტიკად ნაცემი ნუგზარ სალაყაია სოხუმის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

„გალი“  უკვე  ხუთი წელია  აფხაზეთში გამოდის, თუმცა, დიდი შეფერხებებით -   სულ 35-40 ნომერი გამოვიდა. გაზეთი ქართულ, რუსულ და მეგრულ ენებზე იბეჭდება.

წყარო: media.ge

ახალი ამბები