კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტოლერანტობის ცენტრი ტელეკომპანია „მზეს“ „ხსნის არმიაზე“ გადაცემული სიუჟეტის გამო აკრიტიკებს

17 მაისი, 2007

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ზოგიერთ ქართულ მედია საშუალებას რელიგიური უმცირესობებისგან მტრის ხატის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს.

მინდიაშვილმა ეს განცხადება, 16 მაისს, საერთაშორისო საქველმოქმედო ქრისტიანული ორგანიზაციის „ხსნიის არმიის“ (მსოფლიო ქრისტიანული ორგანიზაციის ევანგელისტური ფრთა) წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზეზი 11 მაისს ტელეკომპანია „მზის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი გახდა, რომელიც, მინდიაშვილის თქმით, „ხსნის არმიის“ მოღვაწეობასთან დაკავშირებით დამახინჯებულ ინფორმაციას შეიცავდა.

მინდიაშვილის აზრით, ქართული მედიის მახასიათებლად იქცა ქსენოფობიის გამოხატვა, არაობიექტურობა და დისკრიმინაციული მიდგომა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ.

„ხსნის არმია“ უარყოფს „მზის“ ინფორმაციას, რომ თითქოს ეს ორგანიზაცია  სკოლებში შედის და მოსწავლეების მოტყუებით მიზიდვას ცდილობს.
 
„ აქცია მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთ სკოლაში 2006 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიმართა. საქველმოქმედო აქცია უშუალოდ სკოლის დირექტორთან წინასწარ იყო შეთანხმებული და ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი რელიგიური  მრწამსი... აქცია მხოლოდ და მხოლოდ საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და არანაირ ქადაგებას, რელიგიურ რიტუალებს, ლოცვას, რელიგიურ საგალობლებს ღონისძიებისას ადგილი არ ჰქონია, ნათქვამია განცხადებაში.“

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ხსნის არმია“ დახმარების ხელს უწვდის ყველას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მისი  მიზანი არ არის ვინმეს გადმობირება ან აღმსარებლობის შეცვლისკენ მოწოდება.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები