კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართლმადიდებლობის დასაცავად ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს

21 მაისი, 2007

პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ თვითონ“ და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ყველა მართლმადიდებელს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. აღნიშნული მოწოდება მათ დღეს სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

„ხელისუფლების მხრიდან დედაეკლესიაზე ანგარიშსწორება აღმაშფოთებელია. ყველა მართლმადიდებელს, ქართული ეკლესიის მრევლს მოვუწოდებ, მოვიდნენ ხვალ, ხუთ საათზე პარლამენტის შენობის წინ აქციაზე,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ დავით ლილუაშვილმა.

„ჩვენ სოციალურ-პოლიტიკურ მოთხოვნებთან ერთად ეკლესიისადმი ანგარიშსწორების შეწყვეტის საკითხს დავაყენებთ და ყველა ადამიანს მოვუწოდებთ, მოვიდნენ აქციაზე და გამოხატონ თავიანთი პროტესტი,“ - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ თვითონ“-ის თავმჯდომარის მოადგილე ვალერი ჭელიძე.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები