კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაიმართა სამართალდამცავთა უკანონო ქმედებებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია

25 მაისი, 2007

სტუდია „მონიტორის“ მიერ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია გუშინ, „კინოს სახლში“ გაიმართა.

22  წუთიანი ფილმის ავტორები არიან ჟურნალისტები ნინო ზურიაშვილი და ალექსანდრე კვატაშიძე.

ფილმი შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ირაკლი კოდუას ყალბი ბრალდებებით  სამი ადამიანის დაპატიმრებაში  ამხელს. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა,  რომ დაკავებულები აწამეს და  ბრალდებები ისე გამოსძალეს.

ამ სკანდალში ფიგურირებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ნანუკა ჟორჟოლიანი.
ფილმის მიხედვით, კოდუამ ლაშა ხორგუანი და კიდევ ორი ახალგაზრდა  პირადი შურისძიების მიზნით დააპატიმრა.

ფილმის პრეზენტაციამდე, 22 მაისს, ამ საქმესთან დაკავშირებით,  სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად,  „შესწავლილი მასალებისა და გამოვლენილი გარემოებების შედეგად, სოდის ხელმძღვანელისა და თანამშრომლების, ასევე საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა  მხრიდან დანაშაულის ნიშნები იკვეთება“. 

ფილმის პრეზენტაციას ოპოზიციური პარტიის ლიდერები, პარლამენტარები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

პრეზენტაციის შემდეგ პარლამენტის ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ ლიდერმა  დავით ზურაბიშვილმა  განცხადა, რომ  საკმარისზე მეტი მასალა არსებობს ირაკლი კოდუას დაპატიმრებისა და პასუხისგებაში  მიცემისთვის. რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, თუ ის დანაშაულის თანამონაწილე არ არის, მინიმუმ,  რაც მან უნდა გააკეთოს, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა დატოვოს, ფიქრობს ზურაბიშვილი.
 
ფრაქციის ლიდერის განცხადებით, ოპოზიცია აპირებს ამ საქმეს.ფართო რეზონანსი მისცეს.

ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა, გუშინვე, საკანონმდებლო ორგანოში,  ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც  სამართალდამცავებისგან საქმის ობიექტურად გამოძიება მოითხოვეს. ოპოზიციამ  თხოვნით  მიმართა პრესას ფართოდ გააშუქოს ეს ისტორია.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები