კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ოფისში პრესის მიერ ტრეფიკინგთან დაკავშირებული ფაქტების გაშუქების საკითხებზე იმსჯელეს

6 ივნისი, 2007

პრესის მიერ ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული ფაქტების გაშუქების საკითხებზე იმსჯელეს  გუშინ,  სახალხო დამცველის ოფისში.

ღონისძიება სახალხო დამცველის აპარატისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის თავმჯდომარემ  მარინე მესხმა, სახალხო დამცველის ოფისის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა უფლებებსა და დაცვის გარანტიებსა და იმ მექანიზმებს, რომლებიც ტრეფიკინგის ფაქტების მედიით გაშუქებისას უნდა გამოიყენონ. ასევე მოკლედ მიმოიხილეს ამ  სფეროში გატარებული ღონისძიებები და ისაუბრეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის როლისა და საქმიანობის შესახებ.

შეხვედრაზე მიწვეულ ტრეფიკინგის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს დაურიგდათ
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მედიისთვის მომზადებული კრებული  ტრეფიკინგის ფაქტების შესახებ,  ასევე მეთოდოლოგიური მითითებები - პრინციპების ჩამონათვალი - რომლებსაც ჟურნალისტები ადამიანით ვაჭრობის თემის გაშუქების დროს უნდა იცავდნენ.

„ტრეფიკინგი არ არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ამ საკითხზე მომზადებული ჟურნასლისტური მასალა უნდა ემსახურებოდეს ტრეფიკინგის მსხვერპლის დახმარებას და არ პირიქით - მისთვის ზიანის მიყენებას,“  -   განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გია გიორგაძემ.

მან გაიხსენა შემთხვევა, როცა ერთ-ერთ ტელესიუჟეტში ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიცირება მოხდა, ანუ პირდაპირ დაასახელეს ამ  ადამიანის გვარ-სახელი  და ამის გამო მან უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.

„სამწუხაროდ, ამ ტიპის  დარღვევებს ხშირად  მიმართავს ქართული მედია, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. ამიტომ მედიამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, განსაკუთრებით მაშინ,  როცა ტრეფიკინგის მსხვერპლი არასრულწლოვანია, რადგან ასეთი  მასალა, გარდა იმისა, რომ მის უსაფრთხოებას ემუქრება,  არასრულწლოვანზე წარუშლელ,  ფსიქოლოგიურ კვალს დატოვებს, თქვა გია გიორგაძემ.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით საქართველოს პრეზიდენტთან სპეციალური საკოორდინაციო საბჭო  შეიქმნა, მას კოორდინაციას  გენერალური პროკურორი უწევს. თავად საბჭოში  გაერთიანებულნი არიან  სახელმწიფო, საერთაშორისო და  არასამთავრობო  ორგანიზაციების, ასევე  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. საბჭო შეიმუშავებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო  გეგმას  და მისი  მონიტორინგის მექანიზმებს.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები