კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ობზერვატორის მიმართვა საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის წინ მომხდარ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

14 ივნისი, 2007

ობზერვატორმა, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციამ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ გაავრცელეს სასწრაფო მიმართვა საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის წინ მომხდარ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ობზერვატორს შეატყობინა თანასწორობის ინსტიტუტის წევრების, ჯაბა ჯიშკარიანის, დავით დალაქიშვილის და ლევან გოგიჩაიშვილის მორიგი უკანონო დაკავების შესახებ.

როგორც ცნობილია, ისინი 12 ივნისს სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც გენერალური პროკურატურის წინ ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავდნენ და საკუთარ მოთხოვნებს ასფალტზე წერდნენ. პოლიტიკური პარტია „წინ საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ბათიაშვილს, რომელიც სამშობლოს ღალატის ბრალდებით 2006 წლის ზაფხულში დააკავეს, სასამართლოს 2007 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შვიდი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები იმავე დღეს გაასამართლეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით და 25 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში არიან მოთავსებული.

ობზერვატორი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ჯაბა ჯიშკარიანის დაკავების გამო, რადგან ის უკვე ამავე მოტივით ოთხჯერ იყო დაკავებული. 2007 წლის მარტში ჯიშკარიანი 14 წლის გიორგი ზერეკიძის საკმაოდ გახმაურებულ სასამართლო პროცესის დროს დააკავეს სასამართლოს უპატივცემულობის გამო და მაშინაც 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის 2007 წლის 18 აპრილს გაათავისუფლეს.

ობზერვატორი მიმართავს შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებულები და შეწყდეს ადამიანის უფლებათა დამცველებზე ასეთი ზეწოლა. ადამიანის უფლებათა დამცველების დეკლარაციის მიხედვით, ყველას აქვს უფლება დაიცვას სხვისი უფლებები და გამოხატოს საკუთარი მხარდაჭერა ინდივიდულაიურად თუ სხვებთან ერთად და გამოვიდეს უკანონობის და ძალადობის  წინააღმდეგ.

ობზერვატორი ამ განცხადებით საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელს კოტე კემულარიას, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და ყველა შესაბამის სტრუქტურას მიმართავს.

ახალი ამბები