კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასრულდა სემინარი გენდერულ საკითხებზე ბეჭდვითი მედიის რედაქტორებისთვის

21 ივნისი, 2007

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში” პროექტის ფარგლებში, 2007 წლის 16-17 ივნისს, ბაკურიანში გაიმართა სემინარი ცენტრალური და ადგილობრივი გაზეთის რედაქტორებისთვის. ორი დღის მანძილზე, ცხრამეტი რედაქტორი და ბეჭდვითი მედიის წარმომადგენელი იღებდა ინფორმაციას შემდეგ საკითხებში: გენდერული როლები და სტერეოტიპები, გენდერული თანასწორობა და მისი მიღწევის მექანიზმები, გენდერული პოლიტიკა საქართველოში, ქალის როლი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალისა და მამაკაცის კარიერა ჟურნალისტიკაში, ქალისა და მამაკაცის მსგავსება პროფესიებში, შრომის პირობები ქალისა და მამაკაცისთვის, დატვირთვა, სოციალური დახმარებები, რედაქტორის დამოკიდებულება კოლეგების მიმართ და სხვა. სემინარის მიზანი იყო მიეწოდებინა რედაქტორებისთვის ინფორმაცია გენდერულ საკითხებზე და თვისობრივად ახალ რაკურსში დაენახებინა გენდერული თანსწორობის იდეის გატარების აუცილებლობა საზოგადოებაში, საგაზეთო სტატიების საშუალებით.

გენდერულ საკითხებზე საზოგადოების და მასმედიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების კუთხით, პროექტის ფარგლებში ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე განხორციელდა ტრეინინგ-სემინარები და საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიური საუკეთესო გენდერული თემატიკის ტელე-რადიო და საგაზეთო ნამუშევრის გამოვლენას და დაჯილდოებას.

პროექტი „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში” დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

წყარო: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) “გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში”
www.genderandpolitics.ge

ახალი ამბები