კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

OMCT/HRIDC: წამება არ შეიძლება გამართლდეს რაიმე გარემოებით

26 ივნისი, 2007

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე, 26 ივნისი 2007

საქართველო: შეუძლებელია წამების მსხვერპლთა ზიანის ანაზღაურება და წამების ფაქტზე შესაბამისი გამოძიების ჩატარება.

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ (OMCT) და ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი (HRIDC) მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს სპეციალური კანონი კომპენსაციის, ზიანის ანაზღაურებისა და რესტიტუციის დარეგულირების მიზნით.

ჟენევა, თბილისი, 26 ივნისი, 2007—2006 წლის მაისში, OMCT და  HRIDC ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (GYLA) და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მედიცინის განვითარების ფონდთან (PHMDF) ერთად მოამზადა ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ და წარუდგინეს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს (CAT). ანგარიშში სამართალდამცველთა მიერ ძალის გადამეტებული გამოყენება საქართველოში განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა და წარმოადგენს წამებისა და სასტიკი მოპყრობის მთავარ მიზეზს.

მიუხედავად არსებული სიტუაციისა, წამებისა და სასტიკი მოპყრობის აღმოსაფხვრელად არ ტარდება სრულყოფილი გამოძიება, არ ხდება  ბოროტმოქმედთა სისხლის სამართლის დევნა, რაც წარმოქმნის სერიოზულ წინააღდეგობას დაუსჯელობის სინდრომის წინააღდეგ ბრძოლაში. უფრო მეტიც, ბევრი მსხვერპლი შურისძიებისაგან თავის ასარიდებლად ვერ ასახელებს ბოროტმოქმედს; თუმცა, ზოგიერთი მსხვერპლი ბედავს, საჩივარი შეიტანოს ბოროტმოქმედის წინააღმდეგ და შედეგად, მისი ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია ეჭვქვეშ დგება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უზრუნველყოფს მსხვერპლის კომპენსაციას (კონსტიტუციის, მუხლი 42(9) და სსკ მუხლი 39, მუხლი 33(4)), არ არსებობს კონკრეტული მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურებას. ამასთან დაკავშირებით, CAT რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას მოამზადოს სპეციალური კანონი მსხვერპლის კომპენსაციის, ზიანის ანაზღაურებისა და რესტიტუციის შესახებ; ამასთან ერთად, უნდა გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები შესაძლებლობის ფარგლებში სიტუაციის გამოსასწორებლად, ასევე სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციის და სრული რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად.

26 ივნისის დღესთან დაკავშირებით, OMCT და HRIDC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სრულად განახორციელონ CAT-ის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები. საქართველომ მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგას სამართალდამცველთა მიერ სასტიკი მოპყრობის აღმოსაკვეთად; ასევე უზრუნველყოს დროული, დეტალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რათა აღმოიფხვრას წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტები; ბოროტმოქმედთა წინააღდეგ, დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა და მოხდეს მათი დასჯა კანონის შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით, OMCT და HRIDC მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა მსხვერპლთა კომპენსაციის, ზიანის ანაზრაურებისა და რეისტიტუციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართებზე:

OMCT - Alexandra Kossin, tel: +41 22 8094939, email: ak@omct.org
HRIDC - Ucha Nanuashvili, Executive Director, tel: (+995 32) 45 45 33, email: hridc@hridc.org

ახალი ამბები