კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმში აფხაზეთში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

18 ივლისი, 2007

„აფხაზეთში ინფორმაციაზე  ხელმისაწვდომობის კვლევა  და  მისი გავლენა ადამიანთა ცხოვრებაზე“ - ასე ეწოდება მოხსენებას, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა სოხუმში, 17 ივლისს.

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ARTIKLE 19”,  სოხუმის  მედიაკლუბთან პარტნიორობით.
 
მოხსენებაში, რომელიც  „ ARTIKLE 19 ”-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა ლუტგარდ ჰამერერმა მოამზადა, მოყვანილია სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს, თუ  რა გავლენას ახდენს  ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (კერძოდ, სახელისუფლებო ორგანოების გამგებლობაში არსებული ინფორმაციის)  ან  მისი გაუცემლობა აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებზე.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთში „საკმაოდ აქტიურია სამოქალაქო საზოგადოება  და არსებობს სხვადასხვაგვარი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები“.

„საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ჟურნალისტები ცდილობენ სახელმწიფო უწყებებამდე მიიტონ ინფორმაცია საზოგადოების  მოთხოვნათა  და მოქალაქეთა პრობლემების შესახებ, რათა  სახელისუფლებო ორგანოები, მუშაობის დროს, ორიენტირებულნი იყვნენ  მოსახლეობის მოთხოვნებზე. ამ დარგში არსებობს რამდენიმე პოზიტიური ინიციატივა და მათი განვითარების იმედი,“ - ნათქვამია მოხსენებაში.   

ანგარიშში მოცემულია რამდენიმე დასკვნა და რეკომენდაცია, რომელთა შესრულება გააუმჯობესებს საზოგადოებრივ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.

პრეზენტაციას აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე სტრანიჩკინი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები