კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღია წერილს საქართველოს პრეზიდენტის სახელზე რეგიონული ჟურნალისტებიც შეუერთდნენ

19 ივლისი, 2007

ღია წერილს საქართველოს პრეზიდენტის სახელზე, რომელიც 17 ივლისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა და რომლითაც დედაქალაქში მოქმედი მედია საშუალებების წარმომადგენლები პრეზიდენტს სთხოვენ ვეტო დაადოს ცვლილებებს კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“, საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებიც შეუერთდნენ.

წერილს ხელი 20-მდე რეგიონული მედია საშუალების 40-მდე წარმომადგენელმა მოაწერა. ხელმომწერ მედია საშუალებებს შორის არიან: კახეთის რეგიონული გაზეთები „იმედი“,; სპექტრი, თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრი“; ტელეკომპანია „გურჯაანი“; გაზეთი „ბათუმელები“; ტელეკომპანია „ტელეარხი 25“ - ბათუმი; ტელეკომპანია „თრიალეთი“, გორი; „ხალხის გაზეთი“, გორი; „პოსტსკრიპტუმი“, ქუთაისი, „ახალი გაზეთი“, ქუთაისი; „ქუთაისური ვერსია“; გაზეთი „მედია ტრიბუნა“, ფოთი და სხვა.

ჟურნალისტების მიერ ხელმოწერილ წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დღეს, 4 საათისთვის წარადგენენ.

რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. საგულისხმოა, რომ სასამართლო პროცესებზე ფოტო ვიდეო გადაღების აკრძალვის შემდეგ, რეგიონული ჟურნალისტებისთვის ინფორმაცია პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი იქნება, რადგან რაიონულ სასამართლოებში არც სპიკერი მოსამართლეები მუშაობენ.

წერილის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, რეგიონული მედია საშუალებები დახმარებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები