კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსერვატორები გირგვლიანის საქმის საფუძვლიანად გამოძიებას ითხოვენ

19 ივლისი, 2007

კონსერვატიული პარტიის წევრები გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.  ამ საკითხს ისინი პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დააყენებენ.

როგორც „მედიანიუსს“ პარტიის წევრმა კახა კუკავამ განუცხადა, სანდრო გირგვლიანის მეგობარმა ლევან ბუხაიძემ, რომელიც მკვლელობის ღამეს მასთან ერთად იმყოფებოდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რომ მკვლელებს შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი ამოიცნო. ამ ჩვენების საფუძველზე კონსერვატორებმა გენერალურ პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს.

კახა კუკავას თქმით, პროკურატურამ გამოძიება ფორმალურად დაიწყო და საქმე ნახევარი წლის შემდეგაც კი არ არის გამოძიებული.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 27 იანვარს თბილისში მოკლეს. მის მკვლელობაში ბრალდებულ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს: ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძეს 7-7, ხოლო გრიგოლ ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები