კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გასართობ პარკში უნარშეზღუდულებს არ უშვებენ

3 აგვისტო, 2007

„ფიზიკური ან ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები ატრაქციონებზე არ დაიშვებიან“- ასეთი შინაარსის განცხადებები აჭარა - გურიის საზღვარზე, მდინარე ჩოლოქთან არსებულ გასართობ პარკ „ციცინათელაში“,  იმ ჯიხურებზეა გამოკრული, სადაც კარუსელის ბილეთები იყიდება.

ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ იმ ადამიანებმა აცნობეს, რომლებმაც გასართობად პარკს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ დაწესებულების ადმინისტრაციის მითითებით, დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა, ისინი არა თუ ატრაქციონებზე, არამედ ტერიტორიაზეც კი არ დაუშვეს.

 „ციცინათელა“,საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო ვითარებაში გასულ წელს გახსნა. გასართობ პარკს ატრაქციონების, პარკების და ინფრასტრუქტურის განვითარების შპს „სერვის 7“ მართავს. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ პარკის ადმინისტრაციაში განუმარტეს, უნარშეზღუდულ პირებს ატრაქციონებზე უსაფრთხოების მიზნით არ უშვებენ. ამის დასტურად, მათ, საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში არსებული, მსგავსი სახის გასართობი პარკის ინგლისურენოვანი შინაგანაწესი მოაქვთ.
უნარშეზღუდულების თქმით, მათ გასართობ პარკში იმიტომ არ უშვებენ, რომ მათი ყურება უცხოელ დამთვალიერებელს და შეძლებულ ხალხს არ სიამოვნებს.


გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები