12:30, Friday, 22.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აფხაზეთის ჟურნალისტები არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებისგან მედიის დევნის შეწყვეტას ითხოვენ

10.08.2007
 აფხაზეთის  წამყვან  ჟურნალისტთა ჯგუფმა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს და პარლამენტს,  დამოუკიდებელი და ოპოზიციური გამოცემების, ასევე  ჟურნალისტთა  დევნის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა.

განცხადების ტექსტი, ჟურნალისტებმა, სოხუმში, 27 ივლისს,  სიტყვის თავისუფლების თემაზე გამართული  „მრგვალი მაგიდის“  შემდეგ მიიღეს. „მრგვალი მაგიდა“ აფხაზეთის  ჟურნალისტ - პუბლიცისტთა გილდიის ინიციატივით ჩატარდა. განცხადება გამოქვეყნებულია ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის  ვებგვერდზე: http://www.cjes.ru/lenta/view_news.php?id=17298&year=2007&lang=rus  

„სამწუხაროდ, ბოლო დროს სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება მათგან, ვინც სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა იცავდეს ამ კონსტიტუციურ ნორმას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ხელისუფლებას არასდროს მოსწონს კრიტიკა, მაგრამ დღეს ამ უკმაყოფილებამ საბჭოთა გაქანება მიიღო და სულ უფრო ხშირად გამოიხატება ჟურნალისტების სასამართლო  დევნაში, პროკურატურაში გაუთავებელი გამოძახებებით  და მილიციის კონტროლით“, - აღნიშნავენ ჟურნალისტები.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „რესპუბლიკის ხელმძღვანელობა სიტყვით დემოკრატიული ნორმებისადმი ერთგულების დეკლარირებას ახდენს, საქმით კი სულ უფრო ხშირად არღვევს მათ“.

ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ „სიტყვის თავისუფლების პრობლემა, არა მხოლოდ ჟურნალისტების, მთელი საზოგადოების პრობლემაცაა.  აფხაზეთში არასოდეს,  არც მესაკუთრეს, არც პირველ მდივანს არ შეეძლოთ ადამიანებისთვის აეკრძალათ საუბარი იმის შესახებ, რის თაობაზეც  ეს  ადამიანები საჭიროდ თვლიდნენ.  ეს არც ახლა მოხდება!“

„ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: ღიად გამოვხატავდეთ აზრს ნებისმიერ საკითხზე, თუ ისე წარმოვაჩინოთ, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა და პრობლემები არ არსებობს. დარწმუნებული ვართ, რომ აფხაზეთის მოქალაქეები პირველს აირჩევენ, რადგან აზრის თავისუფლად გამოხატვა -  ესაა მთავარი - რასაც მივაღწიეთ დამოუკიდებლობისთვის ათწლიანი ბრძოლის განმავლობაში,“ ნათქვამია განცხადებაში.

27 ივლისს გამართული „მრგვალი მაგიდის“ მუშაობაში მონაწილეობდნენ  ჟურნალისტ-პუბლიცისტთა გილდიის ხელმძღვანელი ახრა ბჟანია, გაზეთების რედაქტორები: იზიდა ჭანია („ნუჟნაია“), ინალ ხაშიგი („ჩეგემსკაია პრავდა“), ვიტალი შარია („ეხო აბხაზიი“), იბრაგიმ ჭკადუა („ფორუმ“) სერგეი   არუთინოვი („ნოვი დენ“), „აფხაზეთ - ჩრდილოეთ კავკასიის“  კულტურის ფონდის დირექტორი ვლადიმერ ზანთარია, პარლამენტარები რიტა ლოლუა, ბათალ კობახია, ადგურ ხარაზია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ფორუმის“ აღმასრულებელი მდივანი ასტამურ ტანია, „აბაზა ტვ“-ს ჟურნალისტი ვალერი ყურასკუა, ჟურნალ „აბაზას“ რედაქტორი გენადი ალამია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამშობლოს“ ლიდერი თემურ ნადარაია.

წყარო: Media.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC