კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კეხვში რუსმა სამშვიდობოებმა უკრაინელ ჟურნალისტებს ტელეკამერა წაართვეს

10 აგვისტო, 2007

თბილისი.10.08.07.მედიანიუსი. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის წევრებმა უკრაინულ ტელეკომპანია "ინტერის" გადამღებ ჯგუფს ტელეკამერა წაართვეს.

უკრაინელი ჟურნალისტები რეგიონში მიმდინრე პროცესებს აშუქებდნენ. ისინი დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევსაც შეხვდნენ და მასთან ინტერვიუ ჩაწერეს.

ამის შემდეგ, სოფელ კეხვში უკრაინელი ჟურნალისტები ქართველი სამშვიდობოების საგუშაგოს იღებდნენ. კადრში რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის წარმომადგენლებიც მოხვდნენ, რამაც რუსი სამხედროების გაღიზიანებაც გამოიწვია და ჟურნალისტებისგან კასეტის წაშლა მოითხოვეს.
უარის მიღების შემდეგ, მათ უკრაინელ ჟურნალიტსტებს ტელეკამერა წაართვეს.

ახალი ამბები