კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის მიმართვა უპასუხოდ დატოვა

10 აგვისტო, 2007

თბილისი.10.08.07.მედიანიუსი. საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, სახალხო დამცველმა 13 აპრილს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროს შოთა ხიზანიშვილს წერილობით მიმართა და სთხოვა, ეცნობებინა თუ რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება სათვალთვალო კამერების მეთვალყურეობის ობიექტების შესახებ და არსებობს თუ არა დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც სათვალთვალო კამერების დამონტაჟების კანონიერების საკითხს ადგენს.

სახალხო დამცველის განცხადებით, სამინისტრომ აღნიშნული წერილობით მიმართვა უპასუხოდ დატოვა. "სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, `მასალები, საბუთები, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში უნდა გადაეცეს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა შრომის ანაზღაურების 20-დან 50-მდე მინიმალური ოდენობის თანხით ჯარიმდება, - განმარტავენ სახალხო დამცველის აპარატში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლითაა გარანტირებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  სტანდარტის მიხედვით, საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ადგილმდებარეობის შესახებ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს.

სუბარის განცხადებით, ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება ხელისუფლების დამოუკიდებელი ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ უნდა ხდებოდეს.

ახალი ამბები