კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავის საპყრობილედან 43 არასრულწლოვან პატიმარს ავჭალაში უახლოეს მომავალში დააბრუნებენ

16 აგვისტო, 2007

თბილისი.16.08.07.მედიანიუსი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში 13 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რუსთავის №2 დაწესებულებაში გადაყვანილი პატიმრების ნაწილი საპყრობილის რეჟიმის საპატიმროში 3 თვის განმავლობაში დარჩება, 43 მათგანი კი აღმზრდელობით დაწესებულებაში ოპერატიულ-სარეჟიმო მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ, ეტაპობრივად დაბრუნდება.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში 13 აგვისტოს პატიმრების მხრიდან შინაგანაწესის დარღვევის გამო გართულდა ოპერატიულ - სარეჟიმო მდგომარეობა. მსჯავრდებულებმა დაამტვრიეს ფანჯრები და ოთახებში არსებული ინვენტარი. 14 აგვისტოს დაწესებულებაში მყოფი 207 პატიმრიდან 107 საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ახალი ამბები