კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მწერალთა კავშირი შენობიდან გამოასახლეს

21 აგვისტო, 2007

თბილისი.21.08.07.მედიანიუსი. დღეს დილიდან თბილისში, მაჩაბლის #13-ში მდებარე საქართველოს მწერალთა კავშირის შენობიდან ამ ორგანიზაციის გამოსახლება დაიწყო. მწერლები, რომლებიც გამოსახლების მოლოდინში შენობაში მორიგეობდნენ,  დაახლოებით 4 საათზე ძალის გამოყენებით შენობიდან გამოიყვანეს.

წუხელვე დაიწყო მწერალთა კავშირის კუთვნილი ქონების და ნივთების შენობიდან გამოტანა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოთხოვნით, კავშირის წევრებს შენობა 18 აგვისტომდე უნდა დაეცალათ, თუმცა ისინი შენობის  დაცლას არ აპირებდნენ.

მწერლებმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლის განხილვაც უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.

ახალი ამბები