კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სამხედრო ძალების კონტინგენტი 32 000-მდე გაიზრდება

10 სექტემბერი, 2007

თბილისი.10.09.07.მედიანიუსი. საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი გაიზრდება. ასეთი ინიციატივა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს  დღეს გამართულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა წარუდგინა.

პარლამენტის  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ "აუცილებელი ინიციატივა" უწოდა. მისი თქმით,  ინიციატივა საქართველოს სამხედრო ძალების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისა და ქვეყნის უსაფრთხოების აუცილებლობიდან გამომდინარეობს. ახალი წინადადებით, უკვე არსებულ ოთხ პროფესიულ ბრიგადას კიდევ ერთი ბრიგადა, დაახლოებით 2500 ჯარისკაცი დაემატება. შედეგად, სამხედრო ძალების კონტინგენტი 32 000-მდე გაიზრდება.

ნიკა რურუას თქმით, შეიარაღებული ძალების კონტინგენტი უახლოეს პერიოდში გაიზრდება. მანამდე კი ამისთვის სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნაა საჭირო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ეს ისეთი საკითხია, რომლის დაჩქარებული წესით განხილვაც პრობლემას არ შექმნის.

ახალი ამბები