კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოჯრის ბატალიონში ნასვამმა რეზერვისტებმა იჩხუბეს

10 სექტემბერი, 2007

თბილისი.10.09.07.მედიანიუსი. კოჯრის 107-ე ბატალიონში რეზერვისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის შედეგად დაშავდა ერთი რეზერვისტი, ხოლო ერთი გაიქცა.

დაშავებული ჯარისკაცი გორის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რეზერვისტების დაპირისპირების მიზეზი ალკოჰოლის მიღება გახდა. კერძოდ, გუშინ კოჯრის ბატალიონში თავისუფალი დღე იყო გამოცხადებული, როდესაც ახლობლებს შეუძლიათ ჯარისკაცების მონახულება. გავრცელებული ინფორმაციით, სასმელი რეზერვისტებს სწორედ გუშინ მოუტანეს.

ბატალიონში ჩატარებული შემოწმების შედეგად, ოცამდე ჯარისკაცს ალკოჰოლი აღმოუჩინეს. რის გამოც მათ სარეზერვო სამსახურის გავლა აღარ ჩაეთვლებათ.

ჩხუბში მონაწილე რეზერვისტები ამ დროისათვის გადაყვანილები არიან სამხედრო პოლიციაში.
ჯერჯერობით თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, არ ხმაურდება დაშავებული და გაქცეული რეზერვისტების ვინაობა.

ახალი ამბები