თბილისი.11.09.07.მედიანიუსი. კოჯრის 107-ე ბაზაზე რეზერვისტებს შორის მომხდარ ჩხუბში 14 მონაწილეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს შენობა რეზერვისტებმა ყოველგვარი კომენტარის გარეშე დატოვეს.
დაპირისპირება რეზერვისტებს შორის 9 სექტემბერს მოხდა, რის შედეგადაც ერთი სამხედრო, რიგითი დეისაძე სხეულის დაზიანებებით გორის საავადმყოფოში მოხვდა.
ჩხუბი რეზერვისტებს შორის ნაწილში ალკოჰოლის მიღების შემდეგ მოხდა.