კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილ ფეხბურთელს ოთხი წელი მიუსაჯეს

24 სექტემბერი, 2007

ბათუმის „დინამოს“ ყოფილ ფეხბურთელ კახა კობიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი გამოძიების მასალების მიხედვით, დაზარალებულის მიერ ამოცნობილი, ყურმოხეული ოცლარიანი კუპიურის გამო დასდეს.

კახა კობიძემ 22 აპრილს ჯიხურის მეპატრონეს ფულის სესხება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. მეორე დღეს ჯიხურიდან ფული დაიკარგა, რის გამოც გამოძიებამ ეჭვი კობიძეზე მიიტანა. ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა დაზიანებული ოცლარიანი, რომელიც ამაშუკელმა თავის ოცლარიანს მიამსგავსა. თუმცა, „ერთადერთი მტკიცებულების ამოცნობა  კანონდარღვევით მოხდა, რადგან დაზარალებულს არ ჰყოლია თარჯიმანი, თვითონ კი ქართულ ენას არ ფლობს“, -  აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ბიუროს კოორდინატორი ლადო მგალობლიშვილი.

მსრჯავდებულის ადვოკატი, მერაბ ვარშანიძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. ამასთან სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა ნანა ამაშუკელმა აღნიშნა, რომ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება არ წაუკითხავს და ხელი ისე მოაწერა. დაზარალებული ქართულ ენას ვერ ფლობს, თარჯიმანი კი არ ჰყოლია. თან სასამართლო პროცესზე, დაზარალებული დარწმუნებით ვერ ამტკიცებდა, რომ ეს სწორედ ის კუპიურა იყო, რომელიც მას ჯიხურიდან მოპარეს.

თვით დაზარალებულის მეუღლის დავით აზნაურიშვილის განცხადებით, გამოძიება არასწორად წარიმართა: „სხვისი მონაჭორით მიიტანეს ეჭვი მაგ პიროვნებაზე. ამ ამბავში კობიძის ხელი არ ურევია. გამომძიებელმა მარტო ერთზე აიღო ეჭვი და სხვა მხრივ გამოძიება არ უწარმოებია“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ახალი ამბები