კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობის გასვლითი სხდომის დროს ადგილობრივ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს

25 სექტემბერი, 2007

 ქუთაისში, 21 სექტემბერს,  მთავრობის გასვლითი სხდომის დროს, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ შენობაში არ შეუშვეს.

როგორც იმერეთის სამხარეო რწმუნებულის პრეს-მდივანმა ელისო კილაძემ განაცხადა, მისთვის რაიმე მითითება ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით არავის მიუცია.

ზოგადად, პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი იყო მედიაში. საუბარია იმ პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც პრეზიდენტის ფონდიდან 30 მილიონი ლარის გამოყოფას და ქუთაისის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, თუმცა ჟურნალისტებს არც პრეზიდენტთან და არც მთავრობის სხვა წევრებთან გასაუბრების საშუალება არ მიეცათ.

მაია მეცხვარიშვილი, “ახალი გაზეთის” მთავარი რედაქტორი: ”ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ჭორის დონეზე გვიხდებოდა რაღაც საკითხების გადამოწმება, იმედი მქონდა პრეზიდენტის ჩამოსვლა ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენდა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ჟურნალისტებს თითქმის არ მოგვეცა მუშაობის საშუალება. პრაქტიკულად, ისევ ისეთ ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოვჩნდით, როგორშიც ვიყავით მთელი ორი კვირის განმავლობაში. იყო საკმაოდ დიდი მოლოდინი, მაგრამ დავრჩით იმედგაცრუებულები. ვთვლი რომ ჩვენი უფლებები შეიზღუდა.”

ნანა თვალაბეიშვილი, გაზეთ “ქუთაისური ვერსიის” რედაქტორი:  “ის, რომ მთავრობის სხდომის დროს არის განსაკუთრებული მობილიზება და ჟურნალისტებს მუშაობა ყოველთვის უჭირთ, ვიცი, მაგრამ  ის, რაც დღეს მოხდა, ყველა ზღვარს გასცდა. პრაქტიკულად არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ თუნდაც ადმინისტრაციული შენობის წინ ვყოფილიყავით. პირადად მე, იძულებით, პოლიციის ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია.”

ახალი ამბები