კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ აფხაზეთის მედია-ცენტრიდან დათხოვილი თანამშრომლების სარჩელი დააკმაყოფილა

1 ოქტომბერი, 2007

სოხუმის საქალაქო სასამართლომ  (დევნილი), 27 სექტემბერს, თბილისში, დააკმაყოფილა აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის მედია-ცენტრიდან გათავისუფლებული 13 თანამშრომლის სარჩელი და მათი სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
 
ამასთან,  სასამართლომ  მათი  გათავისუფლების დღიდან, 13 ივნისიდან, იძულებით გაცდენილი დღეების სახელფასო  ანზღაურებაც მოითხოვა.
მანამდე, 7  სექტემბერს,  მედია-ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოიგეს, რომელშიც  გაუქმებული სტრუქტურის მედია-ცენტრის აღდგენას ითხოვდნენ.    
 
მედია-ცენტრის ლიკვიდაცია და   თანამშრომლების  სამსახურიდან გათავისუფლება ივნისში მოხდა,  ამის შედეგად  მედია-ცენტრის  რადიომ და ტელევიზიამ  მუშაობა შეწყვიტა.    
27 სექტემბერს, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მედია-ცენტრის ხელმძღვანელი რაულ ქირია, რომელიც აცხადებს, რომ სასამართლოს ვერდიქტი გასაჩივრდება.
ქირიას თქმით, მედია-ცენტრის თანამშრომლების  სამსახურიდან გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულებების ვადის დასრულების შემდეგ მოხდა.

ახალი ამბები