კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კუდ-მა ქიბარ ხალვაშის ძმა დააკავა

19 ოქტომბერი, 2007

გუშინ, დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის, ბათუმში ერას ქუჩაზე ქიბარ ხალვაშის ძმა, ნიაზ ხალვაში აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს კუდ-ის თანამშორმლებმა დააკავეს. დაკავებულის ადვოკატს, რამინ პაპიძეს მასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს.

„ჩემთვის უცნობია თუ რა სამართლებრივი სტატუსით დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რა მტკიცებულებების საფუძველზე. დარღვეულია დაკავებულის კონსტიტუციური უფლება - დაცვის უფლება, რაც მას გააჩნია“, - აღნიშნა ხალვაშის ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

ნიაზ ხალვაშს მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში, გიორგი ჩარკვიანი შეხვდა. ჩარკვიანის განცხადებით, ღამის 12 საათისთვის აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს კუდ-ის უფროსმა თენგიზ პატარიძემ განუცხადა, რომ ის დაკავებული არ არის: „ვსაუბრობთო, მითხრა კუდ-ის უფროსმა. თუმცა ხალვაშს უფლება არ მისცა, რომ წამოსულიყო. თვითონ ხალვაშმა კი მითხრა, რომ ჯერჯერობით ადვოკატი არ მჭირდებაო“.
ჩარკვიანმა გვიან ღამითაც სცადა მასთან შეხვედრა, მაგრამ უკვე დაცვის თანამშრომლებმა არ დართეს ნება, რაზეც სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჩივილს აპირებს.

გაურკვეველია, თუ სად იმყოფება ამჟამად ნიაზ ხალვაში. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, ის დროებითი მოთავსების იზოლატორის სიაში რეგისტრირებული არ არის. ადგილსამყოფელი უცნობია თვით ადვოკატისთვისაც.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ახალი ამბები