კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი გადაიდო

22 ოქტომბერი, 2007

ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო.

როგორც „მედიანიუსს“ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, პროცესი დღეისათვის იყო დანიშნული, თუმცა, ის მოსამართლის, მზია ლომთათიძის მოუცლელობის მიზეზით გადაიდო.

ლაპარაკია 2006 წლის 27 მარტს თბილისის #5 საპყრობილეში მომხდარ ინციდენტზე, რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, შვიდი პატიმარი ემსხვერპლა, ოცდაორი კი დაშავდა.

ამბოხის ორგანიზებისა და სამართალდამცველთათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის თბილისის საქალაქო სასამართლომ პაატა მამარდაშვილს 12, ლევან ცინდელიანს 10, ნიკოლოზ მახარძეს 7, მალხაზ ზედელაშვილს, ზურაბ ვიბლიანსა და გიორგი ავალიანს 6-6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარის განცხადებით, გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც ის მეორე ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრდა.

ციხის ბუნტამდე მალხაზ ზედელაშვილს პატიმრობა 23, ზურაბ ვიბლიანსა და გიორგი ავალიანს 21-21, ნიკოლოზ მახარაძესა და პაატა მამარდაშვილს 7-7, ხოლო ლევან ცინდელიანს 4  წლით ჰქონდათ შეფარდებული.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები