კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია დღემდე აჭედილია

26 ოქტომბერი, 2007

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მსახურებისთვის მღვდელი იოანე აბასაშვილი დაინიშნა, თუმცა ქურმუხის წმინდა გიორგის სახ. ეკლესიის კარი დღემდე აჭედილია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქურმუხის წმინდა გიორგის სახ. ეკლესიაში ყოველკვირეული პარაკლისების აკრძალვისა და ტაძრის გამოკეტვის შესახებ. იქ მოღვაწე მღვდელი გაბრიელ ჯამბაზიშვილი კი ტაძრიდან გამოაძევეს და ეკლესიის კარი აჭედეს.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ აზერბაიჯანულ გაზეთ „ექო“-ში დაიბეჭდა ვრცელი სტატია, რომელსაც თან ერთვის რელიგიურ წარმონაქმნებთან მუშაობის აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის პრეს-სამსახურის უფროსის იაგუდ ალიევის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ „საუბარია ძველ ალბანურ მართლმადიდებლურ ტაძარზე და მისი გამოცხადება წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიად, მართებული არ არის“.

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია XV საუკუნეში აიგო საქართველოს ძირძველი კუთხის - ჰერეთის ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ აჩუქა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან საქართველოს საპატრიარქოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის არსებობს სიტყვიერი შეთანხმება ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები