კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევაში ადანაშაულებს

29 ოქტომბერი, 2007

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ 28 ოქტომბერს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი იმ შეუწყნარებლობის კიდევ ერთი დადასტურებაა, რასაც ხელისუფლება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციებისადმი იჩენს.

ლაპარაკია გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე, რომლის დროსაც, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა რამდენიმე პარლამენტარს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და რიგით მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც სოზარ სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგი მომხდარით შეძრწუნებულია. მისივე თქმით, სატელევიზო კადრებში კარგად ჩანს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პირებს ქამარში იარაღიც უჩანდათ, რაც ბადებს ეჭვს, რომ მათ შორის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებიც იყვნენ. ამ ყველაფერს მშვიდად ადევნებდნენ თვალს პოლიციელები, რაც სუბარის განმარტებით, დანაშაულებრივი გულგრილობაა.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, რათა ზუგდიდში მომხდარი ფაქტი სასწრაფოდ გამოიძიონ და დარბევაში მონაწილე ყველა პირი დააკავონ.

სოზარ სუბარი ასევე მოითხოვს, ადეკვატურად დაისაჯოს ყველა სამართალდამცავი პირი, ვინც „დანაშაულებრივი გულგრილობით უცქერდა ამ დარბევას და თავის გულგრილობით ხელს უწყობდა უკანონო ქმედებებს“.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები