კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას

2 ნოემბერი, 2007
გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დროულად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტები

გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი გამოთქვამს  წუხილს  იმის გამო, რომ  საქართველოში არ ხდება ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიის სათანადოდ გამოძიება სახელმწიფო ორგანოების მიერ.

ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ა.წ. 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნებს და რეკომენდაციებში,  საქართველოს მიერ წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით
(www.ohchr.org/english/bodies/hrc/docs/CCPR.C.GEO.CO.3.CRP.1.pdf).
კომიტეტი შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია იყოს  სიტყვისა და პრესის, ასევე სხვა მედია საშუალებების თავისუფლების გარანტი, მან უნდა  უზრუნველყოს ამ მხრივ არსებული სარჩელების დროულად გამოძიება და კანონის დამრღვევთა გასამართლება და დასჯა.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მოწოდებულია შეაფასოს, რამდენად ეფექტურად ხდება გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების დაცვა და უზრუნველყოფა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გაეროს  ადამიანის უფლებების კომიტეტის  მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა.
31 ოქტომბეტრს გავცელებული განცხადების თანახმად, საია იზიარებს გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის დადებით შეფასებას საქართველოს მიერ ამ სფეროში განხორციელებულ წარმატებულ ღონისძიებებთან მიმართებაში. ამავე, დროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ადგილობრივი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ეთანხმება კომიტეტის მიერ იმ პრობლემების იდენტიფიცირებაში, რომელთა მიმართ საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური და დროული რეაგირება უნდა მოახდინოს, მათ შორის:
 „წამების წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმები“ - ექსტრადიციის, დეპორტაციისა და გადაცემის დროს ეფექტური საკანონმდებლო და პროცედურული მექანიზმების შექმნა, რათა გადაცემულ პირს არ დაემუქროს წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა და დასჯა;

„ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“ – ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის გააქტიურება, მათ შორის ეფექტური გამოძიებისა და მსხვერპლთა დაცვის (თავშესაფრების შექმნა) თვალსაზრისით;
„სიცოცხლის უფლება, გადამეტებული ძალის გამოყენება“ – კომიტეტი პირდაპირ მიუთითებს გასულ წლებში ეჭვმიტანილის დაკავების დროს, სპეციალური ოპერაციების თუ პენიტენციალურ სისტემაში ძალის გადამეტების ფაქტების დროულ და ეფექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით. საია ეთანხმება კომიტეტს 2006 წელს მე-5 საპყრობილეში განვითარებული მოვლენების დროულ გამოძიების აუცილებლობაში. ამავე დროს, აუცილებლად არის მიჩნეული პოლიციისა თუ პენიტენციალური სისტემის თანამშრომლების ეფექტური სწავლება მოცემულ პრობლემებთან მიმართებაში;
„ჰუმანური მოპყრობა“ – კომიტეტი მიუთითებს პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა რაოდენობის შემაშფოთებელ რიცხვზე და აუცილებლად თვლის მოცემული პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას სახელმწიფოს მხრიდან;

„დამოუკიდებელი და კორუფციისგან თავისუფალი მართლმსაჯულება“ – კომიტეტი მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე და აუცილებლად თვლის როგორც ინსტიტუციურ ცვლილებებს, აგრეთვე ნებისმიერ ბრალდებაზე ადეკვატურ და დროულ რეაგირებას;
„გამოხატვის თავისუფლების დაცვა“.

წყარო: Media.ge


ახალი ამბები