კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ხელისუფლება ხალხს თბილისში მიერეკება"

2 ნოემბერი, 2007
"3 ნოემბერს ქალაქის ცენტრში ავტობუსები ჩამოდგება და თქვენ უფასოდ გაემგზავრებით თბილისში, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე" - ეს ინფორმაცია ქუთაისის საჯარო სკოლებში მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა. სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგთა და მოსწავლეთა შეკრებას ქუთაისის რესურს-ცენტრი უწევს ორგანიზებას და ტრანსპორტირების ხარჯებს სახელმწიფო უზრუნველყოფს. 

აღნიშნულმა მიწვევამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. "ეს ამბავი 2 ნოემბრის საპროტესტო აქციის წინააღმდეგაა მიმართული. იგი სპეციალურად დაგეგმეს, რომ სააკაშვილმა ხალხი ოპოზიციის დასანახად შეკრიბოს. 3 ნოემბერს ისე წაასხამენ ხალხს თბილისში,  როგორც 31 ოქტომბერს, ქუთაისში იმერეთის რაიონებიდან ჩამოასხეს ისინი პრეზიდენტის დასახვედრად. იმ დღეს ხალხი ყანებიდან და ვენახებიდან გამოიყვანეს და საქმეს მოსწყვიტეს. ასევე, დილიდან დაკეტეს ყველა სახელმწიფო სამსახური. იგივეს გაიმეორებენ ხვალაც",- ამბობენ ქუთაისელი პედაგოგები.

თუმცა, ისინი არ გამორიცხავენ, რომ მასწავლებელთა რიგებში მოიძებნებიან ისეთები, ვინც "პრეზიდენტის დაკრულზე იცეკვებს" და 3 ნოემბერს დედაქალაქში გაემგზავრება.

 შორენა კაკაბაძე, ქუთაისი


ახალი ამბები