კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციამ ხელისუფლებას ვადა 18 საათამდე მისცა

2 ნოემბერი, 2007

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას 18 საათამდე მისცეს ვადა, რათა მიიღონ პასუხი, აპირებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომიტინგეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კოკა გუნცაძე, კახა კუკავა, ლევან გაჩეჩილაძე, თინათინ ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი 18 საათამდე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას შეეცდებიან.

მომიტინგეთა მოთხოვნებია: 2008 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტულ პრინციპებზე დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები