კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ოპოზიციის მხარდამჭრებზე განხორციელებული ზემოქმედებით აღშფოთებულია

5 ნოემბერი, 2007

სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამიერიდან აქციის მონაწილეებს და ნებისმიერ პირს, ვისი უფლებაც დაირღვევა აქციის მსვლელობისას, შეუძლია დარეკოს ომბუდსმენის ცხელ ხაზზე: 99 58 98, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათ დაუკავშირდნენ ოპოზიციის მიერ თბილისში გამართული აქციის მონაწილეები და აცნობეს, რომ მიტინგის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა მონაწილეთა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მათივე ინფორმაციით, სამი დღის წინ, გვიან ღამით, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რატი მაისურაძეს 10 უცნობი ნიღბიანი პირი დაედევნა. მათ ცეცხლი გაუხსნეს მაისურაძეს და ხელკეტებითა და მუშტებით სცემეს. თავად მაისურაძის განცხადებით, მოვლენები ვითარდებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიდან 15 მეტრში, თუმცა პატრულის თანამშრომლებს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, იმავე დღეს, ღამის 2 საათზე, სოხუმის უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარეს კობა ჭითანავას „რუსთაველის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდამსხმელებს შორის,  ჭითანავას თქმით, ფორმიანი ადამიანებიც იყვნენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ასევე დაუკავშირდნენ აქციის სხვა მონაწილეებიც, რომელთა განმარტებითაც, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს უცნობმა პირებმა, როდესაც ისინი აქციიდან ბრუნდებოდნენ.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე. „გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ ოპოზიციური ძალების მიმართ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მაშინ, როდესაც სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილას თავმოყრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის მთლიანი პირადი შემადგენლობა“, - აღნიშნავს სუბარი.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები