კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ღვინით მოიწამლნენ

5 ნოემბერი, 2007

კონსერვატიული პარტიის წევრის პარლამენტარ გიგა ბუკიას განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინრე აქციის მონაწილე 30-ზე მეტი მოქალაქე ღვინით მოიწამლა.

როგორც გიგა ბუკიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 100 ლიტრზე მეტი ჩამოსასხმელი ღვინო პარლამენტის წინ გამთენიისას ვინმე გიორგი გვენცაძემ წითელი ჯიპით შეიტანა. იგი მომიტინგეებს ადგილობრივ მკვიდრად გაეცნო, რომელსაც ღვინო სოფლიდან ჩამოჰქონდა. ღვინოს ჯარჯი ჯავახიშვილი არიგებდა. გიგა ბუკიას განცხადებით, დაახლოებით დილის შვიდი საათიდან მომიტინგეებს მოწამვლის ნიშნები აღმოაჩნდათ, კერძოდ, მათ დაეწყოთ უეცარი კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.

გიგა ბუკიას თქმით, მან გიორგი გვენცაძეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იძულების წესით გამოართვა. როგორც გაირკვა, იგი პოლიციის მაღალჩინოსანი, ვიცე–პოლკოვნიკია.

დეპუტატის განცხადებითვე, ამ დილით გვენცაძე მან პატრულის ავტომობილში შენიშნა. რაც შეეხება ჯარჯი ჯავახიშვილს, იგი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის დაცვას ჩააბარეს.

გიგა ბუკია ვარაუდობს, რომ ეს ქმედება ხელისუფლებასთან შეთანხებით მოხდა. წითელი ჯიპი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იმ ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გაატარეს, სადაც თვით პარლამენტის წევრებსაც არ უშვებენ.

ოპოზიციონერი პარლამენტარი მოუწოდებს ყველა მომიტინგეს, რომელმაც თუნდაც ერთი ჭიქა ღვინო დალია, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. მისივე განცხადებით, ღვინის დარიგების პროცესი ფირზეა აღბეჭდილი და ამავე ღვინოს ექსპერტიზაც ჩაუტარდება.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები