კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ახალგაზრდა რესპუბლიკელი შალვა ტლაშაძე სცემეს

7 ნოემბერი, 2007

წუხელ გორში უცნობმა პირებმა რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი შალვა ტლაშაძე სცემეს.

ტლაშაძე და მისი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ. მომხდარს რესპუბლიკელი შალვა ტლაშაძე მიმდინარე დღეებში ოპოზიციის აქციებზე მის ყოფნას უკავშირებს.

ტლაშაძის განცხადებით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ. „რესპუბლიკელების“ რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი შალვა ტლაშაძე გორის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები