კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს

8 ნოემბერი, 2007
8 ნოემბერი, 2007 წელი

„ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გამოხატა თავისი წუხილი საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. სუბარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში პარლამენტის წინ გამართული დემონსტრაციის დასარბევად გადამეტებული ძალა გამოიყენა. განსაკუთრებით აქტურობდა სპეცდანიშნულების რაზმი. სახალხო დამცველი თავადაც გახდა ამ ძალის მსხვერპლი; იგი განზრახ სცემეს, როდესაც ცდილობდა მოქალაქეთა დაცვას ფიზიკური ხელყოფისაგან. მას უწოდეს ბადრი პატარკაციშვილის აგენტიც უწოდეს.

სუბარი სასტიკად გმობს ძალის გამოყენების ფაქტს და მთავრობის ამ ქმედებას არაკანონიერად ცნობს. მთავრობის მიერ თბილისში განხორციელებული ძალადობის გარდა, სახალხო დამცველი ეხმიანება ბათუმში სტუდენტთა ფიზიკური ხელყოფის ფაქტს, მათ შორის ხუთი თვის ორსული ქალის ცემის ფაქტს, რომლის ნაყოფი ჯერ კიდევ საფრთხეშია. აღსანიშნავია, რომ სტუდენტები, მართალია, გეგმავდნენ აქციის მოწყობას, მაგრამ თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად გადაიფიქრეს.

სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის გათიშვა, მათი აპარატურის განადგურება და მათ რეპორტიორებზე თავდასხმა უკანონოა.

და ბოლოს, სახალხო დამცველმა გამოხატა მწუხარება საქართველოში დემოკრატიის დონის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას იქონიებს მიმდინარე მოვლენები ქვეყნის მომავალზე. მან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სასტიკად დაგმონ საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

ვიტეკა დანიელსი


ახალი ამბები