კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

8 ნოემბერი, 2007
 2007 წ. 7 ნოემბერი

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ, ვითომ საზოგადოებრივი წესრიგის გამყარების საბაბით, მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევას. ასევე ვგმობთ, საქართველოს მოქალაქეების დევნას თავისი გამოხატვის თავისუფლებისათვის, რაც განხორციელდა ქ. თბილისში 2007 წლის 7 ნოემბერს.

ჩვენ, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ განვითარებული დანაშაულებრივი ქმედებები ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოებრიობას და ხელყოფს დემოკრატიულ პრინციპებს. ამ დანაშაულებრივი ქმედების დაგვირგვინებას წარმოადგენს დამოუკიდებელი სამაუწყებლო ტელე და რადიო კომპანიების (ტელეკომპანიები “იმედი” და “კავკასია”, რადიო “იმედი”) დახურვა ფიზიკური იძულების გზით.

ჩვენ, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დიქტატურის დამყარების მცდელობა, რის გამოც მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიის გადარჩენაში.



‘კანონი ხალხისათვის’ – ზაქარია ქუცნაშვილი
‘კავკასიის ქალთა ქსელი’ – ნინო ციხისთავი
‘პატიმართა თანამეგობრობა’ – ლალი აფციაური
‘ენერგოეფექტურობის ფონდი’ – ვახტანგ ზარქუა
‘კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი’ – კობა ბოჭორიშვილი
‘ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის’ – ნანა კაკაბაძე
‘’ჯანმრთელი სამყარო’ – ირინა ფუტკარაძე
‘სტუდია რეპორტიორი’ – ვახტანგ კომახიძე
‘ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის’ – გელა ნიკოლაიშვილი
‘კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი’ – გიორგი ხუციშვილი
‘საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’ – გიორგი ჩხეიძე
‘სამართალი და თავისუფლება’ – ირაკლი სესიაშვილი
‘ადამიანის უფლებათა ცენტრი’ – უჩა ნანუაშვილი


ახალი ამბები