კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომიტეტი ჟურნალისტების დასაცავად: საქართველოში ორი ტელეკომპანია დაიხურა, დანარჩენ მედია საშუალებებს კი ინფორმაციის გავრცელება ეკრძალებათ.

8 ნოემბერი, 2007
2007 წლის 8 ნოემბერი

NY, 2007 წლის 8 ნოემბერი - ჟურნალისტთა უფლებების დაცვის კომიტეტმა დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მისცეს ორ ტელე კომპანიას მუშაობის გაგრძელების უფლება, ხოლო დანარჩენი კერძო ტელე კომპანიებისათვის შეიქმნას შესაბამისი პირობები ინფორმაციის მისაღებად.

ოთხშაბათ საღამოს საგანგებო სიტუაციის გამოცხადებიდან უმოკლეს ვადაში, თბილისში არსებული ორი კერძო ტელე კომპანია დაიხურა. ტელე კომპანია „იმედი“ და რადიო „იმედი“, რომელსაც ხელისუფლება მთავარ ოპოზიციურ არხად მიიჩნევს, საღამოს 9 საათზე სპერაზმმა დაარბია. დაიხურა კიდევ ერთი კერძო ტელე კომპანია „კავკასიაც“.

მოგვიანებით, ოთხშაბათ საღამოს პრემიერ მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საზოგადოებას 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ აუწყა, რომლის თანახმადაც ყველა ტელეარხს, გარდა ’საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ ეკრძალება ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება. როგორც პრემიერმა განაცხადა, ყველა ინფორმაცია გადაცემული იქნება მხოლოდ ’საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.
“ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე შეზღუდვები დაუწესოს დამოუკიდებელ მედია საშუალებებს ქვეყნისათვის გადამწყვეტ მომენტში”, - განაცხადა ჟურნალისტთა უფლებების დაცვის კომიტეტის დირექტორმა ჟოელ საიმონმა. “ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს აღადგინოს ოპოზიციური ტელე არხის „იმედისა“ და დამოუკიდებელი ტელე-კომპანიის კავკასიის მაუწყებლობა ქვეყნისათვის გადამწყვეტ მომენტში და მოსახლეობას მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ობიექტური ინფორმაცია“.

საგანგებო მდგომარეობა ათი ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული ექვსდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გამოხცადდა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და საარჩევნო კანონში  ცვლილებების შეტანას. მოგვიანებით მათ პრეზიდენტის გადადგომაც მოითხოვეს, რადგან მას ქვეყნის დემოკრატიული გზიდან გადახვევაში ადანაშაულებდნენ. 2 ნოემბერს 50 000 ადამიანზე მეტი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე-დედაქალქის ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც ოთხი წლის წინანდელი ვარდების რევოლუციის ეპიცენტრიც იყო.  იმ რევოლუციის შედეგად ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებული მთავრობა დაემხო. ოთხშაბათ დილას რამდენიმე ათასი ადმიანი კვლავ მივიდა რუსთაველის გამზირზე.
იმ დილით პოლიციამ დაარბია საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ; ადგილობრივი და საერთაშორისო  ორგანიზაციების განცხადებების მიხედვით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები, ასევე წყლის ჭავლი. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების მტკიცებით, 500 -ზე მეტი  ადამიანი მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა დაზიანებებით.  „ასოშიეთიდ პრესის“ განცხადებით, პოლიციამ დააპატიმრა 32 ადამიანი. ადამიანის უფლებათა დამცველებისა და თვითმხილველთა განცხადებით, პოლიცია უკრძალავდა ტელევიზიის წარმომადგენლებს გადაეღოთ მიმდინარე პროცესები; ხოლო ურჩ ჟურნალისტებს ხელკეტებით ცემდნენ.

ადგილობრივი პრესის განცხადებით, პოლიციელებმა ცემეს ტელეარხ „ობშჩესტვენნი ვეშჩატელ“ ის რეპორტიორები, სოფო მდინარაძე, გიგა მაქარაშვილი და ლიკა ხურბიძე ოპერატორ გოგიტა ხარებავასთან ერთად. სამართალდამცველებმა მათ წაართვეს კამერები და აუკრძალეს ტელეგადაღების წარმოება.

პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მნიშვნელოვანი ფაქტების გაშუქებას, ყოვლად გაუმართლებელია,“ განაცხადა საიმონმა. „ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის მთავრობას გამოიძიონ პოლიციის მიერ უფლების გადამეტების ფაქტები და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ.“

პარლამენტარმა და სააკაშვილის თანამოაზრემ გიგა ბოკერიამ ნიუ-ორკ თაიმსთან საუბარში განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა იძულებული გახადა ხელისფლულება მისი კომპანია დაეხურათ. „იმედი“ ქართველ ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნის, რომელიც რუსეთიდან გაძევებულ მაგნატ ბორის ბერეზოვკის ახლობელია. „ბატონმა პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მისი ტელევიზიის საშუალებით, ის ყველა მეთოდს გამოიყენებს, რომ დაამხოს საქართველოს არაკანონიერი მთავრობა,“ ბოკერიამ განაცხადა „თაიმსთან“ მიცემულ ინტერვიუში. „ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი ეს დიდი ხნის წინ დაიგეგმა.“ ადგილობრივმა ჟურნასლიტებმა ჟურნალისტთა უფლებების დაცვის კომიტეტს განუცხადეს, რომ „იმედი“ მკვეთრად კრიტიკული და დაუბალანსებელი იყო, მაგრამ ის არ მოუწოდებდა გადატრიალებისაკენ.

ოთხშაბათს, თავის სატელევიზიო მიმართვაში, სააკაშვილმა რუსული დაზვერვის სამსახური დაადანაშაულა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ აჩვენა ვიდეო ჩანაწერები, რომელშიც ქართული ოპოზიციის ლიდერები ხვდებიან მათი მტკიცებით რუსეთის დაზვერვის სამსახურის აგენტებს.

საქართველომ სამი რუსი დიპლომატი გამოაცხადა პერსონა-ნონ-გრანტად. „ინტერნეიშენალ პრესის“ განცხადებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ფარსი უწოდა. 

ჟურნალისტთა უფლებების დამცველი კომიტეტი არის დამოუკიდებელი არა-მომგებიანი ორგანიზაცია რომელიც იცავს პრესის თავისუფლებას მთელს მსოფლიოში. მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს ნიუ-ორკში. დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ: www.cpj.org


ახალი ამბები