კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიცაზიების განცხადება

13 ნოემბერი, 2007

ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიცაზიების განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოში მომხდარმა უკანასკნელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადეს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას არ გააჩნია დიალოგის წარმართვის უნარი არა მარტო ოპოზიციასთან, არამედ საკუთარ ხალხთანაც კი. დემონსტრანტების ცემა და დევნა, შემდეგ ტელეკომპანია „იმედი”-ს დარბევა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ნაწილის, მათ შორის სატელევიზიო არხების, რადიოებისა და გაზეთების მუშაობის შეჩერება ბოლო წვეთად იქცა, რომელმაც საქართველოს ხალხის მოთმინების ფიალა გადაავსო. მმართველი ელიტის ქმედებათა არაადეკვატურობამ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების მიმართ, შიშის დანერგვამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ძალადობამ, რომლებსაც უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე რეჟიმის პოლიტიკა ეყრდნობოდა, წარმოქმნეს უფსკრული ხალხსა და ხელისუფლებას შორის. დემოკრატიულ სისტემაში აბსოლუტურად მიუღებელმა მეთოდებმა, რომლებსაც ხელისუფლება იყენებდა არა მხოლოდ 7 ნოემბერს მომიტინგეების დარბევისას და მედიაზე უხეში ზეწოლის გამხორციელებისას, და რომლებიც ასევე მართვის პრაქტიკულად მთელ პერიოდის ახასიათებდნენ, ხალხის ნდობის საბოლოო დაკარგვამდე მიიყვანეს. სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან და საყურადღებო ფაქტორად ასევე მივიჩნევთ ხელისუფლების მიერ საკუთარი ქმედებების არგუმენტირებას, რომელიც გამოიხატება საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის ვექტორის ხელყოფისგან დაცვაში, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ჩვენი თანამემამულის გაღიზიანება და უკურეაქცია. 

ზემოთქმულთან დაკავშირებით, ჩვენ, ქვემორეხელისმომწერნი, მიზანშეწონილად მივიჩნევთ და მხარს ვუჭერთ ინიციატივას, საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციით დაშვებულ ვადებში ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით, ეს არის ის გზა, რომელიც ხალხს დაუბრუნებს დემოკრატირულ სახელმწიფოში ცხოვრების იმედს, სახელმწიფოში, რომელიც არ შეირყევა დრო და დრო გადატრიელებებითა და რევოლუციებით. ამავე დროს დარწმუნებულნი ვართ, რომ არჩევნები შექმნილი კრიზისიდან გამოსსვლელ გზად შეიძლება იქცეს და დაეხმაროს საქართველოს საერთაშორისო არენაზე შელახული ნდობის აღდგენაში იმ შემთხვევაში, თუკი აღდგება ყველა მედიის მუშაობა და პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება მიეცემა იმ მასშტაბით, რომელსაც ის საჭიროდ მიიჩნევს.

ამ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ღია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რის გარანტად, ჩვენი აზრით, შეიძლება იქცეს მათზე შესაბამისი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება, განსაკუთრებით უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც არჩევნების გაყალბების ალბათობა ტრადიციულად უფრო დიდია.

პატივისცემით,

არნოლდ სტეფანიანი – კავშირი “საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო”

აგიტ მირზოევი - კავშირი “საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო”

მიხეილ ავაქიანი – საქართველოს სომეხ ახალგაზრდათა კავშირი

ალი ბაბაევი – კავშირი “საქართველო – ჩემი სამშობლო”

ოლენა პოლიაკი – საქართველოს უკრაინელ ქალთა კავშირი

ლილი საფაროვა – საქართველოს ქურთ-იეზიდთა ეროვნული კონგრესი

ჰარი აუგსტი – საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგი”

თენგიზ გაგლოევი – საქართველოს ოსთა ასოციაცია

მიხეილ აიდინოვი – ჟურნალისტთა ასოციაცია “მრავალეროვანი საქართველო”

საბინა ალიევა – საქართველოს აზერბაიჯანლეთა კავშირი “სამოქალაქო ქმედება”

ნუკრი გაბუნია – წმ. დედოფალი იადვიგას სახ. Pოლონური საკვირაო სკოლა

ლაურა ხარიტონიშვილი – კავშირი “ვეჯინი”

რაინა ბელევა-ახალკაციშვილი – საქართველოს ბულგარელთა საზოგადოება “ვზრაჟდანე”

ლევონ ლევანიანი – კავშირი “რეგიონალური სამოქალაქო ინიციატივები სამცხე-ჯავახეთში დემოკრატიის განვითარებისათვის”

რეგინა იაკობიძე – საქართველოს ლატვიელთა სათვისტომო “ავე სოლი!”

ახალი ამბები