კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნებამდე არასამთავრობოებმა ათი წინაპირობა გამოაქვეყნეს

13 ნოემბერი, 2007

არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, რომლებიც 2008 წლის 5 იანვრისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად 10 წინაპირობას აქვეყნებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები, პირველ რიგში, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის დაუყოვნებლივ გაუქმებას მოითხოვენ, შემდეგი პუნქტი მედიის თავისუფლების აღდგენასა და გარანტირებას გულისხმობს, მესამეში კი საუბარი ეხება შეკრების თავისუფლების აღდგენასა და გარანტირებას.

დანარჩენი შვიდი პუნქტის მოთხოვნები კი ასეთია: არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დაზუსტებას, არჩევნების  ადმინისტრირებას ყველა დონეზე - მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გამორიცხვას რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად, ამომრჩეველთა სიების მაქსიმალურად დახვეწას, ყველა ამომრჩევლის უზრუნველყოფას დროული და ადეკვატური ინფორმაციით, ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ საკუთარი საარჩევნო ფონდის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და საარჩევნო უბნის ოქმების გამოკვრას ყველა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურის დასრულებისთანავე.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები