კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ცაგარეიშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ ტერორში ადანაშაულებს

13 ნოემბერი, 2007

„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატად გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ეროვნული საბჭოს წევრებზე პოლიტიკური ტერორი ხორციელდება. ამ საკითხზე ის დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

როგორც პარლამენტარმა დახურული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას და მის ერ-ერთ მეგობარს შავი ფერის, „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანები ჰყავთ. ამის გამო ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა 10 ნოემბერს გვიან ღამით შეცდომით მისი მეგობრის მანქანას ბენზინით სავსე ბოთლი ესროლეს და დაწვეს.

მისივე თქმით, ეროვნული საბჭოს წევრებზე ე.წ. სატელეფონო მუქარებიც ხორციელდება. რამდენიმე ზარი პოლიციის მაღალჩინოსნებს ეკუთვნით.

გიორგი ცაგარეიშვილი აპირებს შექმნილ პრობლემაზე გაეროს, ევროკავშირს, ეუთოს, გენერალურ პროკურატურას, პარლამენტსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართოს. მისივე განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკური ტერორის გაგრძელების შემთხვევაში, მან პოლიტიკური თავშესაფარი რომელიმე ქვეყანას სთხოვოს.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ნინო ბურჯანაძისგან დაპირება მიიღო, რომ მსგავსი პრობლემა გადაიჭრება.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები