კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრებს ციხეში კომპიუტერის შეტანის უფლებას მისცემენ

14 ნოემბერი, 2007

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ნინო ონიანმა პატიმარ გია ფაცურიას სარჩელი დააკმაყოფილა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაავალა უზრუნველყოს პატიმარი საბეჭდი საშუალებით. პატიმრობის შესახებ კანონის შესაბამისად პატიმარს უფლება აქვს ისარგებლოს საბეჭდი საშუალებით და ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას.

გია ფაცურიას ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარე, ადვოკატი მანანა კობახიძე წარმოადგენდა. ადვოკატის განცხადებით, „ფაცურიას მოთხოვნა პატიმრობის კანონის იმ ნორმას ეფუძნებოდა, რომლის საფუძველზეც მას უფლება აქვს საკანში იქონიოს კომპიუტერი და პრინტერი, მაგრამ  სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტისგან მან მიიღო უარი შესაბამისი  აღმჭურველი  ადმინისტრაციული აქტის  გამოცემაზე. დეპარტამენტმა  არ დაასაბუთა კონკრეტულად რა საფუძველით უთხრა პატიმარს უარი კომპიუტერით  სარგებლობაზე. სწორედ ეს უარი გასაჩივრდა სასამართლოში და  12 ნოემბერს მოსამართლემ გია ფაცურიას სარჩელი დააკმაყოფილა“.

მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მიმდინარე წლის აგვისტოში მიმართა განცხადებით და მოითხოვა  ნებართვა რუსთავის  #1 დაწესებულებაში კომპიუტერისა და პრინტერის შეტანის თაობაზე (ინტერნეტში ჩართვის გარეშე). გია ფაცურია პროფესიით ჟურნალისტია და ციხის პირობებშიც ეწევა აქტიურ საქმიანობას და წერს პუბლიცისტურ წერილებს.

წყარო: არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

ახალი ამბები