კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბან კი მუნი იმედოვნებს, რომ საქართველოს ყველა მედია საშუალება განაახლებს მუშაობას

19 ნოემბერი, 2007

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბან კი მუნი მიესალმება საქართველოში საგანგებო მდომარეობის გაუქმებას და იმედოვნებს, რომ მთლიანად აღდგება ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალების მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს 2008 წლის 5 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.

ბან კი მუნმა ხაზი გაისვა აზრის  გამოხატვის  და შეკრებების თავისუფლების   მნიშვნელობას, რათა  უზრუნველყოფილ იყოს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა, ნათქვამია  გაეროს გენერალური მდივნის  განცხადებაში.
პან გი მუნი იმედოვნებს, რომ საქართველოს ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალება განაახლებს მუშაობას და ის თანაბრად იქნება ხელმისვდომი საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის.

8 ნოემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა, ლუიზა არბურმა განაცხადა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. არბურმა მაშინ  შეშფოთება გამოთქვა, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების დამოუკიდებელი სატელევიზიო სადგურების საქმიანობაში ჩარევის გამო, რომლებიც  აიძულეს შეეწყვიტათ   ტრანსლიაცია. მან აღნიშნა, რომ საქართველო მიერთებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს.  ადამიანის უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს  პროპორციული  და მაქსიმალურად შეზღუდული ვადებსა და გამოყენების სფეროში, განაცხადა არბურმა.


წყარო: Media.ge

ახალი ამბები