კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეცრაზმელის განსაკუთრებული სისასტიკით ცემაში ეჭვმიტანილ ზვიად ხარგილიას ბრალი წაუყენეს

19 ნოემბერი, 2007

7 ნოემბრის აქციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრის  განსაკუთრებული სისასტიკით ცემაში ეჭვმიტანილ ზვიად ხარგილიას ბრალი წაუყენეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, ხარგილიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ოთხი, მათ შორის „ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანების“ და „სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ მუხლებით აღიძრა. წინასწარი ინფორმაციით, ხარგილიასთვის წაყენებული ოთხივე მუხლი ერთობლიობაში თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხარგილიას გარდა, სამართალდამცველებმა აქციის კიდევ რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავეს, რომლებსაც 30-დღიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. თუმცა ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეთაგან მხოლოდ ორი პიროვნებაა დაკავებული.

წყარო: პირველი

ახალი ამბები