კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“: ხელისფულებამ უნდა აღადგინოს ოპოზიციური ტელეკომპანიების მაუწყებლობა

20 ნოემბერი, 2007

16 ნოემბერს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, საქართველოს კერძო ტელეკომპანიების უმეტესობამ ნორმალურ რეჟიმში მაუწყებლობა აღადგინა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაუწყებლობა შეუწყვიტა ტელეკომპანია „იმედს“, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში  საქართველოს სამი წამყვანი დამოუკიდებელი ტელეკომპანიიდან ყველაზე პოპულარული იყო.

ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლები შიშობენ, რომ მათ ეთერში გასვლის ნებართვას 5 იანვრამდე არ მისცემენ. როგორც მოგეხსენებათ, ამ დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. ტელეკომპანია „იმედის’ აქციების მფლობელი რუპერტ მერდოკის მედია ჯგუფ, „ნიუს კორპორაციის“ წარმომადგენელებმა  15 ნოემბერს განაცხადეს, რომ ეს გახდება სასამართლო გადაწყვეტილების  მიზეზი. 

ტელეკომპანიის დახურვის მიზეზი გახდა მისი დამაარსებლის, ბადრი პატარკაციშვილის „იმედის“ ეთერით გაკეთებული განცხადებები, რომლითაც ის მოუწოდებდა ხალხს მონაწილეობა მიეღოთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისფულების დამხობაში. ბიზნესმენი ახლა ლონდონში ცხოვრობს. პატარკაციშვილმა პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ მზადაა მთავრობის დასამხობად გაიღოს უკანასკნელი თეთრიც და ასევე განცხადება გააკეთა ეროვნულ რადიოში, სადაც მან ასევე აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს „რათა ქვეყანა გაათავისუფლოს ფაშისტებისაგან.“ 

„საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოიხსნა შეზღუდვები ახალი ამბების სააგენტოებზე, ასევე აღარ იზღუდება თავშეყრისა და მანიფესტაციის უფლებები,“ განაცხადეს საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენლებმა. „თუ არსებობს რამე მტკიცებულებები ტელეკომპანია „იმედის’ დამაარსებლის წინააღმდეგ, ისინი უნდა გახდეს საჯარო. რაც შეეხება პატარკაციშვილის განცხადებას, რომ ის ფინანსურ დახმარებას გაუწევდა ოპოზიციას, ეს არ შეიძლება გამხდარიყო ტელეკომპანიის დახურვის მიზეზი.“

როგორც „იმედის“ ჟურნალისტები და ევროპელი ექსპერტები აცხადებენ,  ტელეკომპანიის სტუდიები და აპარატურა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული ან წაღებული.

დღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია არსებობდეს დამოუკიდებელი მედია და დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ სამართლიანად მიიჩნიოს საპრეზიდენტო არჩევნები.

ახალი ამბები