კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებს რადიო „იმედის“ მაუწყებლობის აღდგენისთვის მოუწოდებს

20 ნოემბერი, 2007
სახალხო დამცველი სოზარ სუბარი 20 ნოემბერს ყველა საერთშორისო ორგანიზაციას  მიმართავს თხოვნით, რათა მხარდაჭერა  გამოუცხადონ  რადიო „იმედს“, რომელიც  მაუწყებლობის აღდგენისთვის იბრძვის.

ამის შესახებ სუბარმა რადიო „იმედის“ ხელმძღვანელბთან  და ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სუბარის თქმით, მან ევროკავშირის წარმომადგენელთა მეშვეობით მოახერხა ბათუმის ტელეკომპანია „25-ე არხის“ მაუწყებლობის  აღდგენა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.

„ევროკავშირის წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან მეორე დღეს, 17 ნოემბერს, ხელისუფლების წევრებს ჰკითხეს, თუ  რატომ არ მოხდა „25-ე არხის“ მაუწყებლობის აღდგენა და აღმოჩნდა, რომ მათ საერთოდ არ იცოდნენ  ამ ტელეკომპანიაში  პოლიციის  შესვლის შესახებ. ამ საუბრიდან  15 წუთში   „25-ე არხის“ მაუწყებლობა აღდგა“, - განაცხადა სუბარმა.

წყარო: Media.ge


ახალი ამბები