კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
გამოცემები
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

16 იანვარი, 2013

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება მთავარი პროკურატურის მიერ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელზეც ფარულად არის აღბეჭდილი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების პირადი ცხოვრება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–7 მუხლის თანახმად, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ეთიკის ქარტიის მე–10 მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ გავრცელებული ვიდეომასალიდან შესაძლებელია პირთა იდენტიფიცირება.

ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს საინფორმაციო საშუალებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელება.

ამასთან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ფარულად გადაღებული მასალების გასაჯაროების საკითხს, მითუფრო თუ ვიდეომასალა შეიცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას.

qartia.org.ge

ახალი ამბები