კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
გამოცემები
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სემინარები სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის

30 აპრილი, 2013

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ევროკავშირის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით ახორციელებს რეგიონალურ პროექტს “კოალიცია ნდობისათვის” სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი; ასევე კონფლიქტურ რეგიონებში - აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბახი. საქართველოში აღნიშნული პროექტის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები არიან „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „მრავალეროვანი საქართველო.“ სამწლიანი პროექტის ფარგლებში იგეგმება სემინარების ჩატარება 2013-2014 წლებში სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის - სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები - სულ 6 სემინარი. შერჩეული კანდიდატები ვალდებულები იქნებიან, სრულად დაესწრონ ორი წლის განმავლობაში გამართულ ყველა სემინარს. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრები, სასწავლო ტურები, საჯარო დისკუსიები და ტელე-დებატები.

სემინარების პირველი ციკლი, სამი მიზნობრივი ჯგუფისათვის, იმართება 2013 წლის ივნისში, თბილისში. თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის განკუთვნილი სემინარის ხანგრძლივობა 3 დღეა. სემინარებს ჩაატარებენ ქართველი ექსპერტები.  სემინარების სამუშაო ენაა რუსული და/ან ქართული. 

მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან რუსულ ენაზე და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: coalitionfortrust@gmail.com; აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 12 მაისი, 2013 წ                                                                                                                

ახალი ამბები