თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ამოქმედდა იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც სოციალურად დაუცველ, ღარიბ მოქალაქეებს გაუწევს უფასო სამართლებრივ დახმარებას. პროექტს ახორციელებენ ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“.