მოსკოვი.20.11.07.მედიანიუსი. რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნატალია ევდოკიმოვა არაჰუმანურს და არაცივილიზებულს უწოდებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის ბორის გრიზლოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა თანამემამულეებმა რუსული პენსია არ უნდა მიიღონ.
ევდოკიმოვას განმარტებით, თუ რუსეთის ხელისუფლება ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უკანონო იქნება, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ნებისმირი ცივილიზებული სახელმწიფოს კანონმდებლობას.
ცნობისთვის: გრიზლოვის განცხადებით, `მავანი წყნარად იღებს რუსეთის პენსიას და პარალელურად ცხოვრობს, ვთქვათ საქართველოში.
სხვათაშორის, მოგვიანებით გრიზლოვმა განაცხადა, რომ მან საქართველოს მაგალითი სრულიად შემთხვევით მოიყვანა, რადგან `"გრუზიაც" და "გრიზლოვიც", ორივე "გ-ზე" იწყება.