კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულთა მდგომარეობას სწავლობს

21 ნოემბერი, 2007

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს.

მოქალაქეთა უმრავლესობა კმაყოფილია ქალაქის კლინიკების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურებით. მედპერსონალის კვალიფიკაციითა და მათ მიერ გამოჩენილი ყურადღებით.

რაც შეეხება სამედიცინო დახმარების და შემდგომი სამედიცინო  რეაბილიტაციის ხარჯების ანაზღაურებას, საკითხი დღემდე გაურკვეველია. მართალია, 7 ნოემბერს დაზარალებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს, მაგრამ ანგარიშსწორება სახელმწიფოსა და კლინიკას შორის მხოლოდ მკურნალობის დასრულების შემდეგ ხდება. ხოლო იმ მედიკამენტების, სამედიცინო კვლევების და ექიმთა კონსულტაციების ხარჯები, რომელიც კონკრეტულ კლინიკაში არ არის ხელმისაწვდომი, პაციენტმა საკუთარი ჯიბიდან უნდა დაფაროს.

სამედიცინო მომსახურების ყოველდღიური ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სირთულეები პაციენტებს თბილისის #1 კლინიკურ საავადმყოფოში შეექმნათ. პრობლემა სახალხო დამცველის წარმომადგენელთა ჩარევის და კლინიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გადაიჭრა.

სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების და შემდგომი სამედიცინო რეაბილიტაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

 

ახალი ამბები