კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელენე თევდორაძე სახალხო დამცველის მორიგი ანგარიშის დროულად განხილვას ითხოვს

27 ნოემბერი, 2007

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველის მორიგი ანგარიშის დროულად განხილვას ითხოვს.

როგორც მან გუშინ გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ამისათვის ეს საკითხი პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგში უნდა იყოს შეტანილი. თევდორაძის თქმით, სახალხო დამცველი ანგარიშებს წელიწადში ორჯერ ამზადებს. წლის მეორე ნახევრის ანგარიში პარლამენტში განსახილველად 31 ოქტომბერს შევიდა. მისი განხილვის ვადა დეკემბერში იწურება. თუმცა, ამ დოკუმენტის განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულია.

ელენე თევდორაძის განმარტებით, ის, როგორც ამ საკითხის განხილვაში წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე, ვალდებული იყო, პარლამენტისთვის ანგარიშის განხილვის ვადები შეეხსენებინა.

სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის ვადები, წესისამებრ, პარლამენტის რეგლამენტით არის დადგენილი.

წყარო: მედიანიუსი

 

ახალი ამბები